მძიმე კადრები ტეხასიდან და უჰაერობისა და გადახურების შედეგად გარდაცვლილი ათეულობით ადამიანი.
აშშ-ის და მექსიკის საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობა მსხვერპლით დასრულდა. ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში, გზის პირას, სარკინიგზო მაგისტრალთან გაჩერებულ სატვირთო მანქანაში 50 ადამიანის ცხედარი ნახეს. რამდენიმე გადარჩენილი, მათ შორის მცირეწლოვნები, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილები ძირითადად ცენტრალური ამერიკის ქვეყნების და მექსიკის მოქალაქეები არიან, რომლებიც აშშ-ში შესვლას უსაბუთოდ ცდილობდნენ.
მომხდარი უკვე შეფასდა ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ადამიანებით კონტრაბანდის ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევად.