განზრახ მკვლელობის საქმე

მოქმედი და ყოფილი სამართალდამცავები, რომლებიც 35 წლის მამაკაცის სადისტური მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ, ბრალს არ აღიარებენ.

დანაშაულის ხუთივე ფიგურანტს დღეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის პოლიციის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები უარყოფენ გამოძიების ვერსიას, რომლის მიხედვით მსხვერპლი რუსთავში ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს.

ამ დრომდე იძებნება პირი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 35 წლის მამაკაცს რუსთავში ჩაყვანის შემდეგ ჯგუფურად 30 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ცხედარი მტკვარში გადააგდო. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული პირი და ერთ-ერთი პოლიციელი ახლო ნათესავები არიან.

პროკურორის ვერსიით, სწორედ მითითებულმა პოლიციელმა სხვა ბრალდებულებს დუმილის სანაცვლოდ თანხა მისცა.