განზრახ მკვლელობის საქმე

შემზარავი დანაშაული, რომელშიც ორი პოლიციელი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი ფიგურირებს.

35 წლის მამაკაცის მკვლელობა გახსნილად ცხადდება. მოკლულის ცხედარი რუსთავში მტკვარმა ორი დღის წინ გამორიყა.

ყოფილ და მოქმედ პოლიციელებს გამოძიება მსხვერპლისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. მითითებულმა პირებმა საგამოძიებო მასალების მიხედვით, მამაკაცი თბილისიდან რუსთავში ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს, რის შემდეგაც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა მას შურისძიების მოტივით 30 ჭრილობა მიაყენა.

არაოფიციალური ვერსიით, მათ შორის ადრე მომხდარი კონფლიქტი თანხას უკავშირდება.