შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, უწყების 10-წლიანი ხედვა და სტრატეგია წარადგინა.
რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან არიდება, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობის მოგვარება და დიალოგის გაგრძელება აფხაზებთან და ოსებთან – ეს შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატის მთავარი პრიორიტეტებია. სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია ონლაინ პლატფორმის შექმნაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობაში დაეხმარება. სახელმწიფო სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდება ქართული ენის სწავლებაზე. მინისტრი პირობად დებს, რომ 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას.