მთავრობა განვადებით მშენებლობის პროგრამას იწყებს, რომლის ჯამური რაოდენობა 3 მილიარდ ლარამდე იქნება. ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ გარემონტდება 800 სკოლა. აშენდება 80 ახალი სასწავლებელი. რეაბილიტირდება 412 და აშენდება 90 საბავშვო ბაღი. პრემიერის თქმით, ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აშენდება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.