იალღუჯას ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გაიხსნა. ბაზის ტერიტორიას პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვივნენ. ირაკლი კობახიძემ და ვახტანგ გომელაურმა ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს.