განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
9 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 1992 წელს დაბადებული პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მისმა უფლებადამცველებმა კი პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. პატიმრობას ითხოვდა ბრალდების მხარე.
გენო ოსყიმაშვილი ესწრებოდა სასამართლო სხდომას – აპირებს თუ არა დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას?