პარლამენტს ერთხელ უკვე შეცვლილი რეზონანსული კანონის კორექტირება, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოუხდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადების კანონზე მოქალაქეების სარჩელს დააკმაყოფილებს.
სასამართლო დავის მიზეზი ამჯერად ის უწყებაა, რომელსაც კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ფარული მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.
სასამართლო სხდომებზე სუს-ს დაქვემდებარებულმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა უნდა დაამტკიცონ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს დამოუკიდებელია.