საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „რესპუბლიკელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რეფორმების ჯგუფის“ სახელით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, წინ აღუდგეს საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით და რუსულ პროპაგანდისტულ არხებს მაუწყებლობა შეუწყვიტოს.
დასახელდა არხებიც, „რაშა თუდეი“, „ალტ-ინფო“, სპუტნიკი. მათი განცხადებით, რუსეთი სამხედრო აგრესიის გარდა, ახორციელებს საინფორმაციო ომს. რაც მიმართულია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ.