„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები „ქართულ ოცნებას“ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ. პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, სამეგრელოში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერებს ხელი შეუშალეს საარჩევნო აგიტაციაში, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის თქმით, ისინი არ აპირებენ მსგავს ფაქტებს შეეგუონ და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ.
ამ ბრალდებას არჩილ თალაკვაძე პასუხობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. მან მოუწოდა „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერს, პროვოკაციებში არ ჩაერთონ.