შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მედიასთან საქართველოს შესახებ ილაპარაკა. ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს, – აღნიშნა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ყველა მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ. „გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა“, – ამბობს პატელი.