ცოტა ხნის წინ, „ქართულ ოცნებაში“ დამატებითი განცხადება გაკეთდა საარჩევნო პროცესებთან და იმ ოქმებთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობენ. მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიებს მოუწოდებს, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და საკუთარი პრეტენზიები კონკრეტულ საჩივრებში ასახონ, ცესკო-ს კი მმართველი გუნდი არგუმენტირებული საჩივრების დეტალურად შესწავლას სთხოვს.