ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებს ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, გადათვლის შედეგები სერიოზულ ხარვეზებზე მანიპულირების სივრცეს არ ტოვებს. მდინარაძის თქმით, 1832 უბნიდან, გადათვლილია 259 უბანი, რაც უბნების 14 %-ს შეადგენს. გადათვლის შედეგად კი საერთო ჯამში ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა.