პირველ განცხადებებს აკეთებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა და მისი ვიდეომიმართვები მონტაჟის შედეგი იყო. პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, ისინი მედიას საგამოძიებო ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას აწვდიდნენ და რეალურად დაკავების სპეცოპერაციის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ და არც უნდა ყოფილიყვნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხელისუფლებაში მოსვლიდან ზუსტად ცხრა წლის თავზე სააკაშვილის დაკავებას სიმბოლურად მიიჩნევენ, ხვალ საკუთარი გუნდის დიდი უპირატესობით გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და ხაზს უსვამენ, რომ ხვალ მოქალაქეები „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს განაჩენს გამოუტანენ.