„ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებს“ იმ საარჩევნო უბნების ჩამონათვალის წარდგენას სთხოვს, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, რამაც პოლიტიკურ სექტორში დამატებითი ეჭვები გააჩინა.