პარტია „საქართველოსთვის“ თელავის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა ორკოდაშვილი მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის შეუერთდა ყოფილი პრემიერის პარტიას, დაიწო მისი ოჯახის წევრების დაბარება სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში. მისივე განმარტებით, მსგავს მოქმედებას პარტიის წევრებთან მიმართებით ადგილი აქვს სხვა რეგიონებშიც.