დაპირისპირება იყო საკანონმდებლო ორგანოსთან. პოლიციამ მესამე სექტორი პარლამენტში არ შეუშვა. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მწვავე განცხადებებიც გააკეთეს. მათი თქმით, 18 ივლისს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ. განცხადებას 32 პარტია და არასამთავრობო აწერს ხელს.