„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას აკრიტიკებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები კერძო კომპანიის სასარგებლოდაა დათმობილი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლობასა და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.
ნამახვანჰესის პროექტს კომპანია „ენკა“ ახორციელებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი დოლარია.