დავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, 100-მდე მოხალისე უზრუნველყოფს რუსთაველების აცრის პუნქტამდე მიყვანას და შემდეგ სახლში დაბრუნებას. მან ასევე მედპერსონალს ტრანსპორტირება და კომპეტენციის ფარგლებში კლინიკებში დახმარებაც შესთავაზა.