განცხადება კალათბურთის ფედერაციაში

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა 11 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

პაატა გურასპაულმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ გადაწყვეტილება კალათბურთის სასარგებლოდ მიიღო. შესაბამისად, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე მიიღებს მონაწილეობას. სანიკიძის თქმით, 2022 წელი ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან თბილისი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია. ვიქტორ სანიკიძის და პაატა გურასპაულის თქმით, ქართული კალათბურთის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად ისინი ერთიანი გუნდით იმუშავებენ.