„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით „ქართული ოცნება“ ბათუმის ცენტრალურ პარკში მშენებლობებს გეგმავს. მათი მტკიცებით არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლება ბიზნესმენებთან გარიგებას დებს სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ აქვთ უტყუარი ინფორმაცია პარკიდან ზოოპარკის გადატანისა და მის ადგილზე 52 სართულიანი კორპუსის მშენებლობის თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ რომელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.