ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ჩაატარებს. პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, აუდიტის მიზანია, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესება.