2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სოფო გორგოძის თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. მანამდე, წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.