მე-12 კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ოთხ საგანში აბარებენ

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ, პირველი ტესტირება კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, საიდანაც ამ დროისთვის გამოცდაზე 10 ათასზე მეტი მოსწავლე გავიდა და მათგან 2 %-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, ანუ ვერ მიიღო მინიმალური ქულა, რაც  5,5 -ია.