განათლების შესახებ კანონი

პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით ჩავარდა.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 18. კანონის მისაღებად კი, 76 ხმა იყო საჭირო.

ცხარე კამათი გამოიწვია კანონიდან ტერმინის, – „ლიბერალური,“ – ამოღებამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ითხოვდნენ, კენჭისყრა პირველი მოსმენით ჩატარებულიყო და ტერმინებთან დაკავშირებით, მეორე მოსმენაზე ემსჯელათ. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც.