თბილისში განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიხსნა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად ექვსი წლის განმავლობაში, 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა. მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 7 მილიონ 300 ათას ლარზე მეტით დააფინანსა.