საქართველოს განათლების მინისტრმა, პირველი არხის თანამშრომლებსა და არხის გენერალურ დირექტორს „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, „ტელესკოლა“ არის უნიკალური პროექტი, რომელიც განათლების სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად განახორციელა.
„შეიქმნა ახალი არხი, პირველი არხი – განათლება, რომელიც ასეთად დარჩება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს და ეს პროექტი არის თვალნათლივი მაგალითი ამისა, სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში დაიბადა ეს იდეა და წარმატებით განხორციელდა. უმოკლეს ვადებში მოხდა ინტელექტუალური, ტელერესურსის მობილიზება და მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული პროდუქტი „ტელესკოლა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
რა სიახლეები იგეგმება ტელესკოლაში
პირველი არხი | განათლება