რა სიახლეები იგეგმება ტელესკოლაში

18:12, 15.05.2020

საქართველის პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ პროექტი ტელესკოლა გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, პროექტს ბევრი მიმართულება ექნება. ერთ-ერთი არის არაქართულენოვან  მოსახლეობაში ქართული ენის სწავლების გაძლიერება და კლასგარეშე თემების, საბუნებუსმეტყველო და ჰუმანიტარულ საგნებში მოსწავლეებისთვის  ხელშეწყობა. ასევე იგეგემება სიახლეები სხვა მიმართულებითაც. ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის ბევრად უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდება.

ტელესკოლა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებსა და არხის გენერალურ დირექტორს „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა

მსგავსი