საქართველოს განათლების მინისტრმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ზოგადი განათლების მიმართულების საკითხები განიხილა, მათი პოზიციები მოისმინა და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა – სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის დახვეწა, მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება. გიორგი ამილახვარის ინიციატივით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.