პარლამენტში დღეს განათლების მინისტრს ელოდებიან. გიორგი ამილახვარს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ. უწყების ხელმძღვანელი მისი სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს. ამილახვარი უკვე განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას და პარლამენტის წევრებს სამომავლო გეგმებს გააცნობს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ მინისტრი კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხებს.