განათლების მინისტრის ბრიფინგი

საქართველოს განათლებისა მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის დეტალების შესახებ ისაუბრა. გიორგი ამილახვრის თქმით, შეხვედრა უკვე გაიმართა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და დავალიანება 30 000-ზე მეტ სტუდენტს ამ სემესტრიდან გაუნულდება. ამილახვარი აცხადებს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შეთავაზებას ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.