განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. დეპუტატების მხარდაჭერა ასევე აქვს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, კულტურის კომიტეტი განათლების კომიტეტს გამოეყოფა. სხდომაზე საკითხის განხილვას თეა წულუკიანსა და ალეკო ელისაშვილს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ უწყებად გაიყოფა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ფუნქციონირებას დამოუკიდებლად განაგრძობს.
მოამბე