განათლების კვირეული

„ევროკავშირი განათლებისთვის“ – ასე ჰქვია განათლების კვირეულს, რომელიც დღეს გაიხსნა.

არჩევნების პერიოდში განათლების საკითხების აქტუალიზებისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით კვირეულს მართავს ცენტრი „ევროკავშირი განათლებისთვის“. კვირეული მიზნად ისახავს ევროკავშირის და ევროინტეგრაციის პოპულარიზებას, მათი როლის გამოკვეთას განათლების პოლიტიკის ფორმირების და განვითარების საკითხებში. კვირეულის ფარგლებში მასწავლებლების და საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოეწყობა სხვადასხვა სახის თემატური აქტივობა. ღონისძიება დაიხურება ქუჩის აქციით, „მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის“. განათლების კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების პოლიტიკის ცენტრი „იუ-ეს-აიდის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის“ მხარდაჭერით ახორციელებს.