ეკატერინე სლოვინსკი – „USAID განათლება მომავლისთვის“ პროგრამის საუნივერსიტეტო მიმართულების უფროსი მრჩეველი
ამერიკის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა დაიწყო. მიზანი უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამების განვითარების ხელშეწყობაა და ის „იუესეიდის“ პროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა 4-მა უნივერსიტეტმა ამერიკის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულტონის განათლების სკოლასთან ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. შერჩეულია შემდეგი უნივერსიტეტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის, აკაკი წერეთლის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულო უნივერსიტეტი. ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას.