განახლებული „რომეო და ჯულიეტა“

ჯერ კიდევ პირველ პრემიერამდე ამ ბალეტს არაერთი პრობლემა შეუქმნეს. თუმცა, 1940 წლის 11 იანვარს ლენინგრადის კიროვის თეატრში გამართული პრემიერა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალევე ბალეტის დამდგმელი ქორეოგრაფი მოსკოვის დიდი თეატრის მთავარ ბალეტმაისტერად დანიშნეს.

77 წლის შემდეგ ლეონიდ ლავროვსკის ქორეოგრაფიით დადგმულ განუმეორებელ “რომეო და ჯულიეტას” სახეშეცვლილი რედაქციით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოადგენენ. მამის ქორეოგრაფიას ამჯერად მისი შვილი მიხეილ ლავროვსკი გააცოცხლებს, რომლისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა.