40 წლის შემდეგ მარიონეტების თეატრის სცენაზე „ალფრედი და ვიოლეტა“ ბრუნდება.
თავის დროზე სწორედ ამ სპექტაკლით დაიწყო რეზო გაბრიაძის თეატრის ისტორია. 1981 წლისგან გასხვავებით, დადგმაში არაერთი ცვლილებაა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაარსობრივადაც. სპექტაკლის განახლებაზე გაბრიაძე წლების განმავლობაში მუშაობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ახალ დადგმაზე მუშაობა შვილმა დაასრულა.
პიესის განახლების პარალელურად სპექტაკლს დაემატა ახალი გმირები და გარემოებები, შეიქმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ახალი ესკიზები. „ალფრედის და ვიოლეტას“ განახლებული ვერსიის პრემიერა მარიონეტების თეატრში 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.