განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე

მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენი თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ.

ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში დამნაშავედ სცნეს.

ყოფილ მაღალჩინოსანს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდაცვლილი ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახისთვის სასჯელის ვადა არაპროპორციულია. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და ციხეში გარდაცვლილი თეთრაძის საქმეზე სასამართლომ ათეულობით მოწმის ჩვენება მოისმინა. მათ შორის ციხის იმ ყოფილი თანამშრომლების და პატიმრების, რომლებმაც ვიცე-პოლკოვნიკის წამება აღიარეს.

საქმეში დევს თეთრაძესთან ერთად დაკავებული და დაზარალებულად ცნობილი ადამიანების უმძიმესი ჩვენებები და ცხედრის ექსჰუმაციის შემდეგ მომზადებული დასკვნა, რომლითაც ვიცე-პოლკოვნიკის სხეულზე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიყენებული დაზიანებების არსებობა დადასტურდა.