გამოთხოვება რეზო გაბრიაძესთან

რეზო გაბრიაძეს დღეს, 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელს და სამხატვრო ხელმძღვანელს, მსოფლიოში აღიარებულ მწერალსა და სცენარისტის, უკანასკნელ გზაზე ანჩისხატის ტაძრიდან გააცილებენ, სადაც ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ბოლო ნამუშევარია ანიმაციური ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“, რომლის ტელეპრემიერა საქართველოს პირველ არხზე გასულ წელს შედგა.

მოამბე