გამოთხოვება მარინა ჯანაშიასთან

მსახიობი მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს, მანამდე კი, რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობმა 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968–1981 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, ამის შემდეგ ექვსი წლის განმავლობაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან, კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა.  აღსანიშნავია მისი როლები სპექტაკლებში: „ანტიგონე“,  „ბერნარდა ალბას სახლი“, „რომეო და ჯულიეტა“, „გუშინდელნი“, „ქალის ტვირთი“, „ნახვის დღე“. ასევე კინოროლები ფილმებში: „კუკარაჩა“ , „მარადისობის კანონი“, გრძელი ნათელი დღეები“, „ცოდვის შვილები“ და „მარტოხელა მონადირე“. მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოამბე