გამოკითხვები საქალაქო სასამართლოში

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა არჩია კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ. როგორც გამოკითხვის შემდეგ ბუაძემ მედიასთან განაცხადა, მან გამოძიებას დეტალური მტკიცებულებები მიაწოდა. გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა საქმის პროკურორმა. ამ წუთებში კი გამოძიების კითხვებს პარტია „ახალის“ წევრი, თენგო თევზაძე პასუხობს.

ხატია ჯამალაშვილის ჩარჩვა #მოამბე