სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შსს-ში ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მელაძე ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, თუმცა, აპირებენ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ინფორმაცია მუქარებთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიიღეს. ადვოკატის განცხადებით, ისინი გაეცნობიან რა სახის საფრთხეებზეა საუბარი, ასევე მოხდა თუ არა ლევან მამალაძის გამოკითხვა.
ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ლევან მამალაძემ „ფეისბუქში“ გაავრცელა მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით და ამ გეგმის მიხედვით სააკაშვილი ესაუბრება ზურაბ ადეიშვილს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავდა. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში ამბობენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო ძიება სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე.