გამოკითხვა პოლიციაში

ორ სააათზე მეტია, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზე იმყოფება.

დიღმის მთავარ სამმართველოში ის ადვოკატთან ერთად მივიდა. საუბარია მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის შემთხვევაზე. ინტერესების დამცველის თქმით, საქმე ეხება 2014 წელს მომხდარ ფაქტს. ადვოკატის განცხადებით, შემთხვევა არასრულწლოვანის თანდასრებით მოხდა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია. ანა ბაგრატიონის მტკიცებით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად გაუსწორდა და რამდენიმე დღის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი კი, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.