მძღოლი, რომელიც ხევსურეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოკატასტროფის დროს მიკროავტობუსს მართავდა, შატილის გზაზე სავარაუდოდ პირველად იყო.
საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. პოლიციაში იმყოფებოდა სხვა ტურისტული ავტომობილის მძღოლი, რომელსაც დაღუპულთან ჰქონდა კომუნიკაცია. სწორედ ის აცხადებს, რომ ჰქონდა საუბარი გარდაცვლილთან, რომელმაც თხოვა ესწავლებინა შატილის გზა. რამაზ სებისკვერაძე ავტოკატასტროფის სავარაუდო მიზეზზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მიკროავტობუსს გადაუხურდა სამუხრუჭე ხუნდები, რის გამოც ავტომობილი მუხრუჭის გარეშე დარჩა.