გამოხმაურება უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრები. ახლა უკვე ექსპრემიერის თანამოაზრე, დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას თანამდებობიდან გადადგომამ, პოლიტიკური შეთანხმებისთვის ახალი სივრცე გააჩინა. იმედი მაქვს, ეს პირველი ნაბიჯი არ იქნება მხოლოდ საჩვენებლად გაკეთებული და გამოიხატება სხვა, უფრო მნიშვნელოვან კონკრეტულ ქმედებებში“, – აღნიშნავს ანა ბუჩუკური.

ასევე, სოციალური ქსელით საკუთარ პოზიციას აქვეყნებს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელიც. კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც ასევე გახარიას ახალი გუნდის წევრია, წერს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ახლა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია.