საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას დადებითად აფასებს. პარტიებში მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მაინც მოუწევს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ხელშეკრულებაში ჩაწერილი რეფორმების განხორციელებას ისედაც აპირებენ. კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია, პოლარიზაციის დასრულებას კი პოლიტიკური ნება აკლია.