პოლიტიკური შეფასებების საგანია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მათ მოიპოვეს ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.