გამოხმაურება „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის განცხადებაზე

შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა – „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის განცხადება დღესაც შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა ხელოვნური გაერთიანებების და აცხადებს, რომ ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ამჯერადაც მსგავსი ტიპის გაერთიანებები ვერ შედგება, რადგან საერთო იდეაზე არ არის დაფუძნებული. ასევე მათთვის უცნობია, რა ხედვა და გეგმები ჰქონდა ახალ გაერთიანებას.