საქართველოში აშშ-ის ელჩის, განცხადებას ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიპლომატის განცხადების ინ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ის დასანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლეების მიმართ, აშშ-ის გადაწყვეტილებები ხელისუფლებისთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი თავისი ერთგულება. გვრიტიშვილის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადება პარადოქსია და ჰგავს შანტაჟს. მისივე თქმით, როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის მოსამართლეების მისამართით, განცხადების ავტორმა, შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს. დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით, ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, რადგან მაშინ, როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირმა, მას მოსთხოვა ანგარიში, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ დღის წესრიგში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ დამდგარა. იმისთვის, რომ გარკვეულიყო, იყო თუ არა, რაიმე ტიპის გადაცდომა, აშშ-ს კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლო სისტემის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ორკესტრირებულ ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებს და ამბობს, რომ ამ კამპანიის მიზანი სასამართლო სისტემის კონტროლია.