ნინო ბურჯანაძის რუსულ ვიზიტზე განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ოპოზიციურ გაერთიანებას წარმოადგენს და მათთვის გაუგებარია მოსკოვში ვიზიტის მიზანი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რუსეთში საკუთარი სურვილით იმყოფება და მასთან სხვა პარტიებს მხოლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა აერთიანებთ.