გამოფენა „ვარშავის აჯანყება“

ფოტოებით გაცოცხლებული ტრაგიკული თარიღი.

საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში მისული დამთვალიერებელი ფოტოარქივით და დოკუმენტური მასალებით გაეცნობა იმ ქართველი ოფიცრების თავგანწირვას, რომლებიც 1944 წლის ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდნენ.

პოლონეთის თავისუფლებისთვის დაღუპული ქართველების გვარები და გმირობა სურათებთან ერთად არაერთმა ჩანაწერმა შემოინახა.

თბილისში მიმდინარე გამოფენა ვარშავაში მოწყობილი ისტორიული ექსპოზიციის ქართული ვერსიაა.